პროკურატურაში ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ინიციატივით, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა, ამოცანები, პრინციპები და უფლებამოსილება გააცნეს.
უწყების თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, სტუდენტებმა საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების, პრაქტიკის და დასაქმების პრინციპების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.
უწყების მხრიდან, მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.