თეა წულუკიანი: ჩვენ გავესაუბრეთ ბატონ გახარიასაც და მან ვერც კირითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა

დღეს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა, სადაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს აზიანებს და მას სუს-ი უთვალთვალებს.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ კირითხუროობის კვალიფიკაცია ვერ აჩვენა.

„ჩვენ გავესაუბრეთ ბატონ გახარიასაც და მან ვერც კირითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხურობა, ამიტომ, ის დღეს რეესტრში არ ჩარიცხულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები