წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება

ვაკის რაიონში, წყნეთში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა გრძელდება.
ტერიტორიაზე მოეწყო კომბინირებული სპორტული მოედანი, საბავშვო აქტივობებისთვის განისაზღვრა სხვადასხვა ზონა, სადაც ბატუტები და სხვა ატრაქციონები დამონტაჟდება.
დასასვენებელ სივრცეში ასევე მოეწყო სხვა ინფრასტრუქტურა, დაიგო რბილი საფარი, გაკეთდა ბილიკები, სარწყავი და განათების ქსელები. სკვერში დამატებით დაირგვება მცენარეები.
სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები