მთაწმინდის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბარათაშვილის ქ. N12-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 40 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
პროექტს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 0000 ლარია გამოყოფილი.