რა ვითარებაა ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მეწყრულ მო­ნაკ­ვეთ­ზე – რას ამბობენ სპეციალისტები

ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე, სადაც მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმდინარეობს, სპეციალისტები იმყოფებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მონიტორინგს ადგილზე აწარმოებენ. მათი პირველადი შეფასებით, ფერდზე არსებული ქანები მოქმედებაშია მოსული და ნაპრალის სიღრმეც გაზრდილია.

მათივე შეფასებით, შექმნილი ვითარება საშიშროებას არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის, განსხვავებით გზისგან, რომელიც, აღნიშნული საშიშროების გამო, სამი მხრი­დან ჩა­ი­კე­ტა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს მიაჩნია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება შესაძლოა, იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს, რომლებიც აქ ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

„ასეთი ჭრის დროს აუცილებელია, რომ გამაგრებითი სამუშაოები აწარმოო. სისტემა მზადაა წამოსვლისთვის და როდესაც გამშვები მექანიზმის ფუნქციას ასრულებ, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად წამოვა. გზის გაყვანა და არასწორი სამუშაოები არის ამის პრობლემა“, – აცხადებს გოდოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები