თამარ ტალიაშვილი – “თბილისი პრაიდზე”: ჩვენი ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, როგორც ყოველთვის

“საქართველოში ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება კონსტიტუციით დაცულია, ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპია”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.

“საქართველოში ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება კონსტიტუციით დაცულია, ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, როგორც ყოველთვის. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მცდელობა ზოგიერთი ძალების მხრიდან, რომ ჩვენი საზოგადოება ამა თუ იმ მიზეზით გაიხლიჩოს, ძალიან ცუდია, რომ ამ ტიპის ჩარევებს ჩვენ ვხედავთ”, – აცხადებს ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები