კიკეთში, დიდების ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა გრძელდება.
ამ ეტაპზე, კიკეთში, დიდების ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, სკვერში არსებული ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება ჩატარებული სამუშაოების შედეგად, უკვე დასრულდა ინვენტარის დემონტაჟი და მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც დეკორატიული ფილები დაიგო. სკვერში, პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონები – დამონტაჟდება სხვადასხვა სახის ატრაქციონი, განთავსდება საპარკე ფურნიტურა, მოეწყობა განათების სისტემა. ამასთან, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო.
კიკეთის სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 70 000 ლარი დაიხარჯება.