ანრი ოხანაშვილი – “თბილისი პრაიდზე: სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის.

ოხანაშვილის თქმით, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას მხარს უჭერს.

„ყველა პირს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილების უფლება, შესაბამისად,  ჩვენი ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. რაც შეეხება შესაძლო შეზღუდვებს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე. თავისუფლად გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება, რომ არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი ინტერესები, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი არის საფრთხის ქვეშ – ამ შემთხვევაში შეიძლება, შეიზღუდოს, თუმცა, ამ მოცემულობით მე ვერ გეტყვით. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას. ყველა ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა ნიშნით გამოხატავს, აზრის გამოხატვის თავისუფლება – ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული, იქამდე ვიდრე შესაძლებელია დაექვემდებაროს კონკრეტული უფლება შეზღუდვას”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები