იაგო ხვიჩია – ,,პრაიდზე”: ვარ ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ გამოხატვის თავისუფლებას მხარს უჭერს და ძალადობას ემიჯნება, არ მოსწონს ასეთი ფორმები

“ვარ ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ გამოხატვის თავისუფლებას მხარს უჭერს და ძალადობას ემიჯნება, არ მოსწონს ასეთი ფორმები”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რადგან მას არ მოსწონს, არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამე უნდა აეკრძალოს.

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის და კომპეტენტური არ ვარ იმ საკითხში, პრაიდი უნდა ჩატარდეს თუ არა. ვარ ადამიანი, რომლის მსგავსი არსებობს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ლგბტ თემშიც, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ გამოხატვის თავისუფლებას მხარს უჭერს და ძალადობას ემიჯნება, არ მოსწონს ასეთი ფორმები. ამიტომ, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, თუმცა, მე რომ არ მომწონს რაღაც, ეს არ ნიშნავს, რაიმე აეკრძალოს. ვისაც უნდა სადმე გავლა, როგორიც უნდა, ისეთი ჩაცმულობით, ეს მშვიდობით და ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები