ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და – გზა სამი მხრიდან ჩაიკეტა

ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და, რის გამოც, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე გზა სამი მხრი­დან ჩა­ი­კე­ტა.

მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის, დავით ნოზაძის განმარტებით, სპეციალისტებმა დაზიანებები დაათვალიერეს.

„ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ გე­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტე­ბი. ასე­ვე, ად­გილ­ზე იყვნენ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ჯე­ოგ­რუ­პის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­მაც ეს გზა და­ა­გო და რო­მელ­საც აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გზის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე.

ექსპერტებმა უნდა გან­სა­ზღვრონ და დას­კვნა და­წე­რონ, თუ რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა უნდა გა­კეთ­დეს. დას­კვნის შემ­დეგ, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია შე­ი­მუ­შა­ვებს პრო­ექტს და და­ი­წყებს გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. გზა ამ დროისთვის დაკეტილია ამ მონაკვეთზე, ეს არის ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა“, – გა­ნა­ცხა­და და­ვით ნო­ზა­ძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები