დედაქალაქის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსების 15-წლიანი უფლების თაობაზე აუქციონი გამოცხადდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსების უფლების თაობაზე  აუქციონი გამოცხადდება. მერის განმარტებით, აუქციონი აღნიშნული უფლების 15 წლით მოპოვებას გულისხმობს.

„უახლოეს პეიროდში თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე გამოცხადდება აუქიონი. უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამების განთავსებას და აქედან შემოსავლის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირებისათვის. ეს აუქციონი მუნიციპალიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია.

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება. ზოგადად, ძალიან დიდია ინტერესი და დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი კარგ შემოსავალს მიიღებს. აუქციონი 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული და ამ ვადის განმავლობაში, მზად ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში“, – გაანცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები