ამირან გამყრელიძე: მუსირებს აზრი, რომ დაიკარგა ვაქცინები, ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, არაფერი დაკარგულა

“მუსირებს აზრი, რომ დაიკარგა ვაქცინები, ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, არაფერი დაკარგულა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმუნიზაციის პროგრამით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ვაქცინების დანაკარგი დაშვებულია 15 პროცენტამდე.

„ხალხმა ჯავშნები აიღო, რადგან ჩვენ 22-ში ველოდებით 43 000 დოზა „ასტრაზენკას“ ვაქცინის შემოსვლას. ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი. როცა მუსირებს აზრი, რომ დაიკარგა ვაქცინები, ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, არაფერი დაკარგულა. დანაკარგი არის სხვა რამე.

გიდასტურებთ, „ასტრაზენეკაზე“ გვაქვს ყველაზე მეტი – სამპროცენტიანი დანაკარგი, რადგან „ასტრაზენეკა“ გამოდის 10-დოზიან ფლაკონში. ვთქვათ, აცრისთვის ჩაწერილია ხუთი, ხუთი საათის შემდეგ ვაქცინის ადმინისტრირება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, დანაკარგი ხდება. ჩვენი იმუნიზაციის პროგრამით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ვაქცინების დანაკარგი დაშვებულია 15 პროცენტამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები