დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
„მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მომავალი მერი“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.