ამირან გამყრელიძე: დღეს ადამიანების ნებისმიერი მიზეზით შეკრება რისკია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ადამიანების ნებისმიერი მიზეზით შეკრება რისკია.
მისივე თქმით, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.
„დღეს ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია. როცა ჩვენ 5 რეკომენდაციას ვასახელებთ – პირბადეს, დისტანციას, სანიტარული წესრიგი, შეკრებები და აცრები, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.