ამირან გამყრელიძე: აუდიტის წარმომადგენლებს მასალების ნაწილი გადაეცათ, ნაწილი დღეს ეძლევათ, ვერ გეტყვით, დასკვნა როდის იქნება

“აუდიტის წარმომადგენლებს მასალების ნაწილი, რაც მოითხოვეს, გადაეცათ, ნაწილი დღეს ეძლევათ, ვერ გეტყვით, დასკვნა როდის იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„გიდასტურებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა აუდიტი ნამდვილად იყო. აუდიტის წარმომადგენლები სამი-ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ ჩვენს სხვადასხვა ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია ვაქცინაციის პროცესზე. გაესაუბრნენ მათ, ასევე ხანმოკლე დროით მეც შევხვდი. პაატა იმნაძე აკორდინირებდა ამ შეხვედრებს და რაც მოითხოვეს, მასალების ნაწილი გუშინ გადაეცათ, ნაწილი კი დღეს ეძლევათ. დამატებით რაც საჭირო იქნება, მივაწვდით. ვერ გეტყვით, როდის იქნება დასკვნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები