ამირან გამყრელიძე: ივლისის შუა რიცხვებამდე გვექნება დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა
გვინდა, რომ ივლისში ყოველდღიურად 20-დან 25 000-მდე აცრა გაკეთდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივლისის შუა რიცხვებამდე ქვეყანაში სამი დასახელების ვაქცინის დიდი რაოდენობა იქნება.
„ივლისის პირველი კვირიდან, პირველი ნახევრიდან დაიწყება შემოსვლა ვაქცინების და ივლისის შუა რიცხვებამდე გვექნება დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა. თანდათან გაფართოვდება ვაქცინაციის არეალი და ვაქცინაციის რიცხვი. გვინდა, რომ ივლისში ყოველდღიურად 20-დან 25 000-მდე აცრა გაკეთდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.