დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინაციის შეფერხებასთან დაკავშირებით პრემიერმა ხარვეზის მიზეზის დადგენისა და აღმოფხვრის დავალება გასცა

“ვაქცინაცია ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა”, – ამასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

“ვაქცინასთან დაკავშირებით გუშინ გარკვეული ხარვეზები და ლოჯისტიკური პრობლემები იყო, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერმინისტრის მხრიდან მკაცრი დავალება გაიცა, რომ დადგინდეს, სად იყო ხარვეზი და მსგავსი არ განმეორდეს, ასევე, მინდა გითხრათ, რომ ვაქცინაცია ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა, ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-მდე ავცრათ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები