ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ – ძალიან ნელი ტემპით
“საქართველოში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ – ძალიან ნელი ტემპით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებლის ერთ დონეზე სტაბილიზაციის ტენდენცია გაჩნდა.
„ისევე, როგორც თითქმის მთელს მსოფლიოში, ეპიდსიტუაცია თანდათან, ძალიან ნელი ტემპით საქართველოშიც უმჯობესდება. მხედველობაში მაქვს როგორც დადებითობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ბოლო ორი კვირის. გაჩნდა ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის ერთ დონეზე სტაბილიზაციის, ამიტომ, რომ შევაჯამოთ ყველაფერი, ჩვენთან საქართველოში ეპიდსიტუაცია, მესამე ტალღის პიკთან მიმართებაში უმჯობესდება, მაგრამ – ძალიან ნელი ტემპით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.