რატომ შეფერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაცია – ამირან გამყრელიძის განმარტება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემა იყო.
დილით ვაქცინაციაზე ჩაწერილ, დაახლოებით, 30-მდე ადამიანს სამედიცინო დაწესებულებაში პრეპარატი არ დახვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
“პასუხისმგებლობა ჩვენი, ყველასია. ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მოვახდინეთ მობილიზება ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან გარკვეული ნამატი დოზების რაც იყო და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.