ინტერნეტში ბევრ საინტერესო რამეს წაააწყდებით. მაგალითად, არსებობს ვებგვერდი, სადაც შეგვიძლია ცნობილ ჟარგონებს შევავლოთ თვალი და წარმოვიდგინოთ, თუ როგორ განმარტავდა მათ სულხან-საბა ორბელიანი.
სამწუხაროდ, ჟარგონული ენა დღეს საკმაოდ პოპულარულია და ალბათ, ყოველთვის ასე იყო, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს სიტყვები, რომლებსაც ადრე გაცილებით ხშირად იყენებდნენ, ხოლო ახლა შესაძლოა, მათი მნიშვნელობაც დაგვავიწყდა.
ასეა თუ ისე, ჟარგონული ენა კომუნიკაციის ძალიან აქტუალური ფორმაა და ჩვენს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამიტომაც, განსაკუთრებით საინტერესოა, გადავხედოთ მათ განმარტებებს და სურვილის შემთხვევაში, დავაკორექტიროთ კიდეც (კომენტარების ველში მიუთითეთ, თუ რომელ განმარტებას არ ეთანხმებით და ჩაანაცვლეთ ის თქვენეული ვერსიით).
დააბრეხვა – როყიო სათქუმელი თქუა
დააგოიმა – შეტყუილის დაჯერება აქმნია
დაამუღამა – მუღამეულ-ჰყო
დაახეთქა – ულოდნელი ისიტყუა რაჲმე
დაბმა – ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს
დაბაზრება – ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა
დაბრედა – ამა სოფლითგან მიფარვა
დაგინება – ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი
დაგრუზვა – გუემით ფიქრმეტყუჲლება
დავასება – თუალ შევარდნით სიამე
დაიადა – თჳსს კერძოდ ჰყო
დაიზეთა – უარისათჳს საბაბი შეუჭირდა
დაიწვა – ვერ დაფარულ ეყო
დაკიდება – საფიქრალითგან განდევნა
დალივერება – თუალ-თუალის ყოფა
დაუაბგონა – უკანა კერძად ჰყო
დაუადა – მცირედი ძღუჱნი მიართუა
დაურტყა – ულოდნელი საქციელი უქმნა
დერსკობა – ამაყთ წარბ მაღლობა
დილიხორი – გამხელილი ხუაშიადი
ეე! – ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკჳრვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურჳსასა; გარნა სხუაჲ არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე
ვაჟნი – ცუდმედიდი
ვაფშე – ყოვლით კერძო
ვეში – ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი – წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ
ზაპოი – ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
ზახოდი – მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ
ზონა – ავაზაკთ შესაწყუდეველი
ზუბი – ფარული ჯავრი
თესი – მიმალვა მეყუსეული
ნაწილი II
კომენტარები
კომენტარი