ლა გრანჟის ვილაში ბაიდენიც მივიდა, სადაც პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილა ლა გრანჟში მივიდა, სადაც გაიმართება მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.

პროტოკოლის მიხედვით, ბაიდენს ისევე როგორც პუტინს ვილაში შესასვლელთან შვეიცარიის პრეზიდენტი დახვდა.

განრიგის მიხედვით, შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე სამი ქვეყნის პრეზიდენტი მედიასთან გამოჩნდება დ პროტოკოლურ ფოტოს გადაიღებს.

ამის შემდეგ უშუალოდ სამიტი დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ 5 საათის განმავლობაშ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები