ამირან გამყრელიძე: “კომენდანტის საათთან” დაკავშირებით შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ ყოვლისა, ალბათ, ორჯერადად აცრილებისთვის იქნება

“ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებით შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ ყოვლისა, ალბათ, ორჯერადად აცრილებისთვის იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივლისის პირველი კვირიდან საქართველოს ექნება იმდენი ვაქცინა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

„დღეს ვიმსჯელეთ წამახალისებელ ღონისძიებებზეც, რომ ორჯერადად აცრილებს სავალდებულო ტესტირება აღარ ჰქონდეთ. ასევე, ე.წ.  კომენდანტის საათთან დაკავშირებით შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ ყოვლისა, ალბათ, ორჯერადად აცრილებისთვის იქნება.

ჩვენ აუცილებლად შემოდგომას უნდა შევიდეთ უსაფრთხო სკოლებში, ანუ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს სკოლებში ორჯერ აცრილი, ასევე, უნივერსიტეტები, სტუდენტები და ყველა ლექტორი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ ინფექცია. იქნება შესაძლებლობა, ყველა აიცრას, ამას გიდასტურებთ, ივლისის პირველი კვირიდან საქართველოს ექნება იმდენი ვაქცინა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები