ამირან გამყრელიძე: პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება

“პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება’, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი თანდათან შემცირდება, თუ არ გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი.

„გარდაცვალებულთა მაჩვენებელს, რომელიც ყველაზე მძიმე ინდიკატორია ეპიდსიტუაციის დასახასიათებლად, დინამიკა ნელი ტემპით აქვს. მე არ უარვყოფ, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი მაღალია და ამას ხშირად ვამბობდით. პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება, ამიტომ ახლა, ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, რა თქმა უნდა, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები