ამირან გამყრელიძე: ორი დოზით აცრილებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 0.2 პროცენტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე ადამიანია აცრილი.

მისივე თქმით, ორი დოზით აცრილებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 0.2%-ია.

“ვაქცინის ორი დოზით, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე ადამიანია აცრილი. ვადასტურებ, რომ ორი დოზით აცრილებში გვაქვს, 0.2% ინფიცირება. ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტი არის დაახლოებით 0.8. თუმცა, უმრავლესი შემთხვევები არის მსუბუქი ინფიცირება და მათი მკურნალობა არა კლინიკებში, არამედ სახლის პირობებში ხდება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები