ლევან იოსელიანი ავარიებზე – „აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, რომელიც ამ ტრაგედიას აგვაცილებს და ამ სტატისტიკას დაიყვანს მინიმუმამდე”

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მძღოლებისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

„ეს არის ეროვნული ტრაგედია, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ.
ყოველ წელს დაახლოებით 400 ადამიანზე მეტი იღუპება და ეს ციფრი უფრო მეტია ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. აუცილებლად უნდა მივიღოთ რაღაც ზომები, რომელიც ამ ტრაგედიას აგვაცილებს და ამ სტატისტიკას დაიყვანს მინიმუმამდე. მიგვაჩნია, რომ განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის უნდა გამკაცრდეს სანქცია და უნდა შემოვიდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც 15 დღეს არ აღემატება. გადასახადთან ერთად, რაც დღეს არის დაწესებული, უნდა იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა.
ჩვენმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ თანხის გადახდა ვერ უზრუნველყოფს მძღოლების მორჩილებას კანონის მიმართ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები