თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამაში 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა შენარჩუნდება

“18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაში შენარჩუნდება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული.

„მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი“, „ნოვოვაქსი“ თუ სხვა ნებისმიერი ვაქცინა, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები