საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

უკრაინელი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

უკრაინის პრემიერმინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 2 ივნისს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერმინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. დენის შმიგალმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები