დავით სერგეენკო “ტოიოტა კავკასიას” პრეზიდენტს, კოჯი მაცუნოს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო “ტოიოტა კავკასიას” პრეზიდენტს, კოჯი მაცუნოს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ტოიოტა კავკასიას პრეზიდენტმა ვიცესპიკერს გააცნო კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები.
მათივე ცნობით, მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„იაპონური კომპანია “ტოიოტა”, რომლის პროფილიც, სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, არის ვაქცინების შორ მანძილზე ტრანსპორტირება, სასწავლო ცენტრების და მოშორებული კლინიკებისთვის ერთგვარი ტელე-მედიცინისთვის საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვაა. ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა კოჯი მაცუნოსთან. იაპონელი სტუმარი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა ეროვნული ცენტრს გააცნობს კომპანიის საქმიანობის სფეროს.
ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა პოტენციურად სასარგებლო იქნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.