“ბავშვებზე პოლიტიკური სარგებლის მაძიებელთა “ზრუნვა” მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს” – დიმიტრი ხუნდაძე
“ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა “ზრუნვა” მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატზე საუბრისას განაცხადა.
“მათზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება აქვთ. ნინოწმინდის პანსიონში სოც.მუშაკებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ამ მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საზედამხედველო ფუნქციას უწყვეტად შეასრულებს.
თუმცა, ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მონიტორინგს არ ანაცვლებს. ვფიქრობ, ყველა, ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით მინიმუმ არ “ითამაშებს”, – აცხადებს ხუნდაძე.