თამარ გაბუნია: 100 ადამიანიდან შესაძლოა, დაახლოებით, 10-მდე ორჯერ ვაქცინირებული ისევ დაინფიცირდეს, თუმცა, ინფექცია იქნება ძალიან მსუბუქი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია 100%-ით იცავს ინფიცირებულს დაავადების გართულებისა და ლეტალური შემთხვევებისგან.
“ვაქცინა 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისა და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან. ამდენად, სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება არ ეწინააღმდეგება ვაქცინის ეფექტურობას, პირიქით, ეს ისედაც წინასწარ ცნობილია, ანუ 100 ადამიანიდან შესაძლოა, დაახლოებით, 10-მდე ორჯერ ვაქცინირებული ისევ დაინფიცირდეს, თუმცა, ინფექცია იქნება ძალიან მსუბუქი და მას არ დასჭირდება არც ჰოსპიტალური მკურნალობა და გართულებებიც იქნება მინიმალური”, – აცხადებს თამარ გაბუნია.