თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდების ვადები ზუსტდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ზუსტდება ვადები, თუ როდის მოეწოდება საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მუშაობა „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მობილიზებაზე მიმდინარეობს.

„ივნისის თვეში, დაახლოებით, 160 000 დოზა ვაქცინაა გამზადებული ადმინისტრირებისთვის. აქ შედის პირველი დოზების სახით 40 000-მდე „სინოვაკი“. ასევე, „ასტრაზენეკას“ გარკვეული რაოდენობა, ველოდებით შევსებას. ივნისის ბოლოდან დაზუსტდება დეტალები, ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაქცინების გაფართოების შედეგად ივლისი-აგვისტო მეტად აქტიური მოცვის იქნება. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს „სინოვაკის“, „სინოფარმის“ მობილიზებაზე. ასევე, როგორც იცით, პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე ეტაპზე ვართ „ფაიზერთან“ მიმართებით და მისი მოწოდების ვადები დაზუსტდება. რაც შეეხება „კოვაქსის პლატფორმას“, „კოვასის პლატფორმიდან“ დამატებით შესაძლებელია „ჯონსონის და ჯონსონის“ და ასევე „ნოვა ვაქსის“ მიღებაც, ოღონდ შედარებით მოგვიანებით, დაახლოებით, სექტემბრიდან“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები