ალექსანდრე ტაბატაძე შსს-ს პროფესიულ დღეს ულოცავს

დღეს აღვნიშნავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფესიულ დღეს – პოლიციელის დღეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა და სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.

“ქართული პოლიცია არის ჩვენი სახელმწიფოს წარმატების უდიდესი გამოხატულება. საქართველო მსოფლიოში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რაც ქართველი სამართალდამცავების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. სწორედ ჩვენი პოლიციელების მიერ შექმნილი უსაფრთხო და სტაბილური გარემო უქმნის საფუძველს ქვეყნის განვითარებას.
ქართველმა სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს ქვეყნის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევასთან, პანდემიასთან ბრძოლის პროცესშიც. ვულოცავ ჩვენს საამაყო სამართალდამცავებს პროფესიულ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიმტკიცეს და წარმატებულ საქმიანობას. ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახების წინაშე”- განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები