აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის შესაძლებლობაზე ისაუბრა, თუ უკრაინის კრიზისში პროგრესი არ იქნება.
„მინდა, რომ ეს [უკრაინის კონფლიქტი] შეწყდეს. ეს არ იქნება მსოფლიო ომი, ეს იქნება ეკონომიკური ომი. ეკონომიკური ომი ცუდი იქნება და ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის. მე ამას ახლა არ ვისურვებდი“, – განაცხადა ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა და სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიო ეკონომიკას. მისი თქმით, დასავლეთის მთავარი მიზანი მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუარესებაა.