გიორგი ტყემალაძე: იყო პოლიციელი, დიდ პატივთან ერთად, დიდი  პასუხისმგებლობაა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიციელებს მათი თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა, ყველა პოლიციელს პროფესიული დღე მივულოცო. იყო პოლიციელი, დიდ პატივთან ერთად, დიდი  პასუხისმგებლობაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი პოლიციელები 24 საათის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სამსახურში დგანან და სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ისინი, საკმაოდ მძიმე შრომის ფასად, უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა  და კანონის უზენაესობას, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. საქართველოს პოლიციაში დღეს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც დიდი ერთგულებით ემსახურებიან  საქართველოს.  კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მათგანს  პოლიციელის დღეს და  პროფესიულ  საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები