იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ. იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს.

საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილების ქონა.

ნამახვანჰესის პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთვევაში განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს.

https://justice.gov.ge/Page/index?code=37fb3d6d-0bed-4644-a585-9b2ea1ceef0a

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები