კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა – ნიაგარას ჩანჩქერი, პირველად, ქართული დროშის ფერებში განათდა.
ამის ამსახველ ვიდეოს კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთის მანძილზე იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.