საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბელესთან დაკავშირებით აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბელესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში გაიმართა.

როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული, აზერბაჯანის დედაქალაქის ყველაზე ღირშესანიშნავი ნაგებობა, თანამედროვე და მოდერნისტული არქიტექტურის ნიმუში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ჰიმნი შეასრულა ცნობილმა აზერბაიჯანელმა მუსიკოსმა ნიზამი ალიევმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქარველოს საელჩოს თანამშრომლებმა, დიასპორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა სტუმრებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები