“ნამოხვანჰესის“ გაჩერება და დაბლოკვა, ერთადერთი, ჩვენი მტრების ინტერესებშია” – არჩილ თალაკვაძე
მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე “ნამოხვანჰესის” პროექტის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ დიალოგის ფორმატებში.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, “ნამოხვანჰესის“ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა, ერთადერთი, ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებშია”.
„რას ემსახურება „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ეს პროტესტი და ხომ არ არის ის მიმართული პროექტისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ?! ვინაიდან ამ ტიპის პროექტების გაჩერება და მისი დაბლოკვა, ერთადერთი, ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებშია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის ორგანიზატორებს, რომ მიიღონ მონაწილეობა დიალოგი ფორმატებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.