“მოსამართლეთა კონფერენცია თუ ჩატარდება ხვალ და იქნება არჩეული ოთხი წევრი, პარლამენტს დარჩება სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილებები”
“მოსამართლეთა კონფერენცია თუ ჩატარდება ხვალ და იქნება არჩეული ოთხი წევრი, პარლამენტს დარჩება სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ტესტი იქნება მმართველი ძალისა და პარლამენტისთვის, გამოიყენებს თუ არა გადაძლევის მექანიზმს.
„მოსამართლეთა კონფერენცია თუ ჩატარდება ხვალ და იქნება არჩეული ოთხი წევრი, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეები არც კი დაელოდნენ პარლამენტსა და რეფორმას, პარლამენტს დარჩება სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილებები. ამის პრაქტიკა არსებობს, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულიც სხვა ქვეყნებთან მიმართებით. თუ ასეთი რეალობა დადგება, ეს ტესტი იქნება მმართველი ძალისა და პარლამენტისთვის, რა ოპოზიციას დაიკავებს და გამოიყენებს თუ არა გადაძლევის მექანიზმს. აქ გამოჩნდება თანამონაწილეები, ვინ არიან სასამართლო სისტემის ბოლო მოქმედებებში და რა როლი უჭირავს ამ ყველაფერში მმართველ ძალას. იმედი მაქვს, გადაძლევის საკითხის დაყენება საჭირო არ გახდება. ნათელი გზავნილები გაკეთდა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მაგრამ თუ მაინც ასე იქნება, „ქართულ ოცნებას“ ნუ ექნება მოლოდინი, რომ ხელებს მშვიდად დაიბანს და იტყვის, რომ სასამართლო ხომ დამოუკიდებელია და ჩვენ არაფერი შეგვეძლოო. რეფორმაზე მუშაობის პროცესში გამოჩნდება „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, გადაძლიოს მიღებული გადაწყვეტილებები თუ ამ კონკრეტულ საკითხში თანამონაწილე იყოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.