საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი ,,სინოვაკის” ვაქცინით აიცრა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი გარდაბანში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” „სინოვაკის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
დეპუტატი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. მან მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
მირზოევის თქმით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღი მასობრივი ვაქცინაციაა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“, 30 მარტიდან, 4 მაისიდან ,,სინოფარმით”, ხოლო 24 მაისიდან ,,სინოვაკით”.