თამარ გაბუნია: საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება.
მისივე თქმით, „სინოვაკის“ ვაქცინით 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან.
“სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომლიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული, საჭიროა მოსახლეობას, ასევე, ესენციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა. „სინოვაკით“ ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.