“თუ ვინმე ჩარლი კირკის გარდაცვალებას ზეიმობს, ესე იგი, მას სერიოზული პრობლემები აქვს” – ნიკოლოზ ბასილაშვილი

ამერიკელი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ეხმაურება.

“თუ ვინმე ჩარლი კირკის გარდაცვალებას ზეიმობს, ესე იგი, მას სერიოზული პრობლემები აქვს. არ მაინტერესებს, მარჯვენა ხარ, მარცხენა, მაღლა თუ დაბლა – ეს უბრალოდ ავადმყოფობაა”, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

კონსერვატიული აქტივისტი, ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები