თამარ გაბუნია: პირველი დოზით აცრილი მოქალაქისთვის მეორე დარეზერვებულია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი დოზით აცრილი მოქალაქისთვის მეორე დარეზერვებულია.
“კითხვები და ნერვიულობა უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მეორე დოზა იქნება თუ არა გარანტირებული. როდესაც ვიწყებთ ვაქცინაციას, პირველი დოზით აცრის შემდეგ, მეორე დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრს დარეზერვებული აქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.