თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“, ხოლო მომდევნო კვირიდან მსურველებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ

“ვფიქრობთ, საქართველოში „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პროცესი კვირის ბოლომდე დაიწყება და დაინტერესებულ პირებს ვაქცინის გაკეთება უკვე მომავალი კვირიდან შეეძლებათ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, ვიდრე იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება.

„სინოვაკი“ ქვეყანამ მიიღო 100 ათასი დოზის ოდენობით. ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, სანამ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმო-ს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. შუალედური დასკვნის შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა იმისთვის, რომ განიხილოს მისი აკრედიტაციისა და აღიარების საკითხი ევროპაში. ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და უკვე მომდევნო კვირიდან „სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაშია „სინოვაკი“ ავტორიზებული და 10 მილიონი ადამიანია აცრილი „სინოვაკით“, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები