ჩინეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ საელჩოში გამართა შეხვედრა China Sinopharm International corporation- ის ვიცეპრეზიდენტთან

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საელჩოში გამართა შეხვედრა China Sinopharm International Corporation-ის ვიცეპრეზიდენტთან, იენ პინგთან.

შეხვედრისას ელჩმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია Sinopharm-ის ხელმძღვანელობის მიმართ, კოვიდ პანდემიის დროს საქართველოსთან წარმატებული თანამშრობლობის, ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის ვაქცინების გადმოცემის გამო.
ამასთან, მან ვიცეპრეზიდენტს მიულოცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარება, რამაც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა “სინოფარმ”-ის ვაქცინა მსოფლიო მასშტაბით. თავის მხრივ, იენ პინგმა ხაზი გაუსვა, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ კოორდინებული მუშაობის გაგრძელებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები