პროკურორებისთვის თემაზე „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ სწავლება ჩატარდა

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, პროკურორებისთვის თემაზე „საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“ სწავლება ჩატარდა, რომელსაც პროკურორი ტრენერები უძღვებოდნენ, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეებმა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფუნდამენტურ პრინციპებზე, სამართლებრივ ჩარჩოებსა და ინსტრუმენტებზე ინფორმაცია მიიღეს. სწავლების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ექსტრადიცია, საერთაშორისო თანამშრომლობა, მსჯავრდებულთა გადაყვანა, სამართალდამრღვევთა ზედამხედველობა, სისხლისსამართლებრივი განაჩენების საერთაშორისო მოქმედება, ასევე სამართალწარმოების გადაცემა, ყადაღის დადება და შემოსავლების კონფისკაცია. სწავლების ფარგლებში ასევე, მტკიცებულებების შეგროვების ღია წყაროების, უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის არსებული სქემების, საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკისა და ექსტრადიციის შესახებ პატიმრობის გამოყენების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე იმსჯელეს.
ტრენერმა პროკურორებმა კოლეგებს გააცნეს საერთაშორისო თანამშრომლობის ისეთი ქსელები, როგორიცაა EUROJUST და EUROPOL, მიმოიხილეს პროკურორების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები ექსტრადიციის შემთხვევებთან დაკავშირებით და მათი გადაჭრის გზები განიხილეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები