ხატია დეკანოიძე: ნიკა მელია კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს

“წუხელ საპატიმროში ნიკა მელია მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს.

“წუხელ საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ქართულ ოცნებას”.

გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე. რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს. უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში”, – წერს დეკანოიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები