საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი თემურ ცინდელიანი მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (PC-TM) წევრებმა აღნიშნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი თემურ ცინდელიანი მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (PC-TM) წევრებმა აღნიშნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მიგრანტების უკანონო გადაყვანის საკითხებზე ექსპერტთა კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. კომიტეტს დაევალა 2027 წლის ბოლომდე შეიმუშაოს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყოვლისმომცველი რეკომენდაცია, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული მიგრანტთა უფლებების დაცვაზე.
ექსპერტთა კომიტეტი ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს და არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
სისხლის სამართლის სფეროში ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს. თემურ ცინდელიანის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს გენერალური პროკურატურის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო თანამშრომლობაში და მის მნიშვნელოვან როლს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.