თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ვიზიტის საკითხი თბილისში, რომელიც ივნისში შედგება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.