ამირან გამყრელიძე: ყოველდღიურად 300-500 ადამიანის აცრა ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა – ყველამ მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, დავასრულოთ ეპიდემია

“უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში 5000-6000-ის ფარგლებში იყოს. მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია, ყველამ მოიხადოს სამოქალაქო ვალი და აიცრას.

„დღეს აცრები წარმოებს საქართველოს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. დღეში საშუალოდ 1 200-1 500 აცრა ტარდებოდა. დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, სამივე ვაქცინით დღეს 2 800-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. უნდა ვეცადოთ, რომ აცრის ყოველდღიური რაოდენობა მაისი-ივნისში 5 000-6 000-ის ფარგლებში იყოს. მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი. ეს მიზანი არის ჯანმრთელი საქართველო, მოსახლეობა, რათა ყოველდღიურად აღარ იყოს 20 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. ხაზს ვუსვამ, ყოველდღიურად 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ეს ყველამ გავითავისოთ და ჩვენი სამოქალაქო ვალი მოვიხადოთ – დავასრულოთ ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები